ჩვენი სკოლის შესახებ

თანადგომა, თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა, კრიტიკული აზროვნება, ტოლერანტობა, ის თვისებებია რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ახალგაზრდა.

ელ. ფოსტა: stcolex@yahoo.fr

მისამართი: ფალიაშვილის N 42

(995 32) 23 37 12

direqcia

სენტ ეგზიუპერის სკოლის დამაარსებლები

kursdamTavrebulebi

პირველი გამოშვება 2003-2004წ

ფრაგმენტი ჟან ბატიუს დღიურიდან ,,ქართული ქრონიკა“ (პარიზი 2010)


 ,,დიდი შენობის მიწისპირა სართული. პატარა საკლასო ოთახები, გაწყობილი გემოვნებით შერჩეული სასკოლო ავეჯით. დერეფანი ვიწროა მაგრამ მხიარული, მორთული საფრანგეთის ხედებითა და მოსწავლეების ნახატებით. სკოლის შუაგულში მომწყვდეული საკონცერტო დარბაზიდან ისმის მუსიკა.პატარა ქართველები მღერიან ფრანგულ საბავშვო სიმღერებს. აქ უცხოეთიდან ჩამოსული, თავს საკუთარ ოჯახში ვგრძნობ. ჩემი კედლები, ჩემი ბავშვები, ახალი მეგობრები.ჩემი ახალი მეგობრები ახალგაზრდა მასწავლებლები არიან. საუბრობენ დახვეწილ ფრანგულ ენაზე. ირეკება ზარი. იწყება შესვენება, დერეფანი ივსება ჟრიამულით. ,,საყვარელი მოზუზუნე სკა“, სადაც სუყველას ერთმანეთი უყვარს და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.ვუყურებ მათ და მაგონდება  სენტ-ეკზიუპერის ნათქვამი:,,იყო ადამიანი-ეს უპირველეს ყოვლისა ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებელობა  იმ საქმის  მიმართ, რომელიც გაბარია.“აქ, ამ სკოლაში ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული მოსწავლეებსაც და მათ აღმზრდელებსაც.